PayWise გთავაზობთ ქართული ბანკების პირდაპირ ინტეგრაციას თქვენს Shopify მაღაზიასთან შუამავალი კომპანიების გარეშე! ჩვენი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ჩააშენოთ ონლაინ გადახდა, Apple Pay-ით გადახდა, PLUS ქულებით გადახდა, განვადება, და სხვა სერვისები, რასაც ქართული ბანკები გთავაზობენ.
ამჟამად მხარდაჭერილია მხოლოდ საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდების და განვადების ინტეგრაცია. სხვა ბანკები მალე დაემატება.
უცხოეთიდან გადახდების მიღების საკითხი სრულიად დამოკიდებულია ბანკზე. ამისათვის, თქვენს ბანკს უნდა აცნობოთ მსგავსი მოთხოვნის შესახებ, და თქვენ მოგიწევთ გაიაროთ დამატებითი ვერიფიკაცია ბანკში, რათა მოგცენ უცხოური ბარათების დაპროცესების საშუალება. ჩვენი მხრიდან თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი სერვისი უცხოეთიდან გადახდების მისაღებად.
საბანკო ბარათით გადახდა: 249ლარი/წელი
განვადება: 349ლარი/წელი
ჩვენ არ ვიღებთ დამატებით საკომისიოს თითოეული ტრანზაქციიდან.
დამატებითი სერვისები, როგორიცაა Apple Pay, ქულებით გადახდა და ა.შ., მათი ღირებულებაა 49ლარი/წელი.
სერვისის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, საბანკოს ბარათით ჩვენი სამართავი პანელიდან.
სერვისის საფასური ავტომატურად ჩამოგეჭრებათ საბანკო ბარათიდან ყოველწლიურად.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ გააუქმოთ სერვისის შემდგომი გადახდა, ასეთ შემთხვევაში სერვისის საფასური ავტომატურად აღარ ჩამოგეჭრებათ.
გაითვალისწინეთ, რომ PayWise არ ინტეგრირდება Shopify Payments სისტემაში.
ამის გამო, თქვენ არ მოგიწევთ გადაუხადოთ დამატებითი 2% Shopify-ს.
თქვენი ხარჯი იქნება მხოლოდ ბანკის ონლაინ გადახდის საკომისიო, და ჩვენი სერვისის წლიური ღირებულება, ყველანაირი ფარული დამატებითი ხარჯების გარეშე.
შესყიდული სერვისის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება არ ხდება.
იმისათვის, რომ შეძლოთ გადახდების ჩაშენება ჩვენს Shopify მაღაზიაში, ამისათვის აუცილებელია გქონდეთ ბიზნეს ანგარიში საქართველოს ბანკში.
შემდეგ უნდა შეხვიდეთ ბიზნეს მენეჯერში, ჩამოშალეთ "გადახდების მენეჯერი" და შედით "გადახდის მეთოდები" გვერდზე.
ამ გვერდიდან თქვენ უნდა დაამატოთ ახალი ონლაინ გადახდის მეთოდი (თუ უკვე არ გაქვთ), და აირჩიოთ ყველა ის ფუნქცია, რომელიც თქვენს ვებ-გვერდზე გჭირდებათ (ქულებით გადახდა, განვადება, ნაწილ-ნაწილ, Apple Pay, და ა.შ.).
თქვენი განცხადება გადავა "მუშავდება" სტატუსში და უნდა დაელოდოთ ბანკის ვერიფიკაციას.
ვერიფიკაციის შემდგომ, რეგისტრირდებით PayWise-ის სამართავ პანელში.
ამატებთ თქვენს მაღაზიას, და მიყვებით მაღაზიის დაკავშირების ინსტრუქციას.
მაღაზიის დაკავშირების შემდეგ, სამართავი პანელიდან უნდა შეხვიდეთ სერვისების გვერდზე, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სერვისი, მონიშნოთ სასურველი დამატებითი სერვისები და მიჰყვეთ ინსტრუქციას.
სერვისის დამატების დროს, დაგჭირდებათ ბანკის მიერ მოწოდებული Public Key და Secret Key, რომელსაც ბიზნეს მენეჯერში, გააქტირებული გადახდის მეთოდის დეტალებში ნახავთ.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებული არხებით: